ჩვენ შესახებ
Dynex ახალგაზრდა კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მომხმარებელს საინჟინრო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ჩვენი მთავარი მიზანია, შეგიქმნათ კომფორტი და ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი ყველა იმ სერვისს, რომელიც პროექტის გეგმარებიდან ჩაბარებამდე, თქვენს საცხოვრებელ ან სამუშაო სივრცეს დაცულ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოდ აქცევს.
ვთანამშრომლობთ ისეთ მსხვილ ბრენდებთან, როგორებიცაა MIDEA, GREE, VENTS, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, სასიამოვნო ფასები და საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შემოგთავაზოთ.
ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და სანდოობაზე, ჩვენი შესრულებული სამუშაოები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა მეტყველებს.
ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
- კონდიცირების სისტემები;
- გათბობა/ვენტილაციის სისტემები;
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
- დაშვება/მეთვალყურეობის სისტემები;
- ცენტრალური გათბობის სისტემები;
- პროექტების შეფასება და გეგმარება;
- მასალების შესყიდვის სერვისი.
ჩამონათვალთაგან, თითოეულ სფეროში ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას, შემოგთავაზებენ სრულ სერვისს პროდუქციის შერჩევა/შესყიდვიდან- ინსტალაციამდე.